რბილი, ბალიშის ფორმის კატის სასუსნავი, რომელიც ერთ პროდუქტში ორ განსხვავებულ ტექსტურას აერთიანებს — მსუბუქად გამომცხვარ გარე ფენას და კრემისებრ ჩურუს შიგთავსს. იდეალურია კატის გაწვრთნისას, დაჯილდოებისთვის ან ყოველდღიურ სასუსნავად. რბილი შიგთავსის წყალობით, სასუსნავი შესანიშნავია ტაბლეტების დასამალადაც.
დამზადებულია ადამიანის საკვებისთვის განკუთვნილი ხარისხის ინგრედიენტებით და წარმოებულია უმაღლესი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად. არ შეიცავს მარცვლეულს, კონსერვანტებსა და ხელოვნურ საღებავებს.Inaba-ს ყველა პროდუქტი დამზადებულია მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით, მათ შორის ფერმაში გაზრდილი ქათმისგან და/ან ნატურალური ბუნებრივად დაჭერილი ველური თინუსისგან.
თითოეული ბალიშის ფორმის სასუსნავი მზადდება რბილი, გამომცხვარი ქათმის პასტისგან, რომელიც არ შეიცავს მარცვლეულს, კონსერვანტებს, კარაგენანსა და ხელოვნურ საღებავებს. შიგნით მოთავსებულია Inaba-ს ცნობილი Churu-ს კრემისებრი შიგთავსი, რომელიც სასუსნავს კიდევ უფრო გემრიელსა და მიმზიდველს ხდის.პატარა, ლუკმის ზომის სასუსნავები იმდენად გემრიელია, რომ მათ ყველაზე პრეტენზიული კატებიც კი სიამოვნებით მიირთმევენ პირდაპირ ხელიდან. რბილი Churu-ს შიგთავსი ასევე იდეალურია ტაბლეტის დასამალად, რაც მედიკამენტის მიღებას თქვენი კატებისთვი ბევრად უფრო მარტივს ხდის.თითოეული ცალი დაახლოებით 15 კკალს შეიცავს, რაც მას მსუბუქ და დაბალკალორიულ სასუსნავად აქცევს (თითქმის 50%-ით ნაკლები კალორია, ვიდრე ტრადიციული მშრალი სასუსნავების ერთი პორცია). დამატებული ვიტამინი E ხელს უწყობს იმუნური სისტემის მხარდაჭერას, ხოლო მწვანე ჩაის ექსტრაქტი ბუნებრივი ანტიოქსიდანტის როლს ასრულებს.
შემადგენლობა: თინუსი (35.0%), ქათამი (29.5%), ტაპიოკა (გამხმარი), ქათმის ცხიმი, გამხმარი ბონიტოს ფანტელები, კვერცხის ცილა, ნატრიუმის კაზეინატი, ქათმის ექსტრაქტი (0.5%), თინუსის ექსტრაქტი (0.4%), საფუარის ექსტრაქტი.ტექნოლოგიური დანამატები: გუარის რეზინი.სენსორული დანამატები: არომატიზატორები, პაპრიკის ოლეორეზინი (საღებავი), Camellia thea Link.კვებითი დანამატები: ვიტამინი E — 180 მგ.
ცილა: 25.5%ცხიმის შემცველობა: 3.0%ნედლი ბოჭკო: 0.1%ნედლი ნაცარი: 1.8%ტენიანობა: 67.0%ენერგეტიკული ღირებულება: 1500 კკალ/კგკალორიულობა: 14.2 კკალ/ტუბი
მიეცით კატას სასუსნავის სახით. ჩურუ ბაითს-ის რეკომენდებული დღიური რაოდენობა შეადგენს საშუალო კატის დღიური ენერგეტიკული მოთხოვნილების 10%-ს, რაც 4 კგ წონის კატისთვის დღეში 17 გრამს შეადგენს. ეს რეკომენდაცია შეესაბამება მცირე ცხოველების ვეტერინართა მსოფლიო ასოციაციის (WSAVA) მითითებებს სასუსნავების მიღების შესახებ.უზრუნველყავით, რომ თქვენს შინაურ ცხოველს ყოველთვის ჰქონდეს წვდომა სუფთა სასმელ წყალზე.
გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში და გამოყენება რეკომენდებულია უმოკლეს ვადაში.
კატა
EU721 - 3 x 10გრ
EU721 - 8859387700797